Jun 19, 2010
Lost in Lost
12 წლის ვიყავი როდესაც ჩემმა ძმამ მაყურებინა პირველ-ორ სერიას.. პირველივე სეზონში მიატოვა სანიმ მისი ყურება.. მე?.. მე კი ზუსტად ექვსი წელი ისევე ვუყურებდი ყველა სერიას როგორც პირველს-გულაჩქარებული, სულით-ხორცამდე დაინტერესებული,აღფრთოვანებული.. ექვსი წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მქონია მომენტები,როდესაც გაბრაზებული ვიფიცებოდი აღარ უნდა ვუყურო! მორჩა! ვანებებ თავს'..კი როგორ არა.. შემდეგი სერიის გამოსვლის წინა ღამეს მაინც გულაფრანქცვალებული ვათენებდი ღამეს..
იმათთვის ვისაც ფინალი არ მოეწონათ/ვერ გაიგეს მინდა გითხრათ..ჩემო მეგობრებო, ეს სერიალი არ არის ყველასთვის, არც შეიძლება იქნეს აღქმული როგორც სერიალი.. როდესაც ვერ ხედავ ლოსთში იმაზე მეტს ვიდრე სერიალს და ადარებ მას სხვა გადაცემებს-ჰჰო ნუ უკომენტაროდ.. ჩემი მეზობელი ილანძღებოდა გააბანძესო ესო ისო.. უკაცრავად და ანხელის საიდუმლოს ყურების შემდეგ რააა ლოსთის გაგებაზეა საუბარი?..
ლოსთი ეს არ არის ერთი ისტორია..ის არ შემოიფარგლება რაღაც კონკრეტულით,ეგ კი არა დროებშიც კი არ არის ლოსთი განსაზვრული..ამ სერიალში არ არსებობს წარსული და მომავალი..არ არის გარდაცვლილი და ცოცხალი,თითქოს ყველაფერი,დროც კი ერთ სიბრტყეზეა გათვალისწინებული.. ის გარიგებს,გაჩვენებს, გაძლევს შესაძლებლობას შეადარო.. ის იმდენად დელიკატურად გადმოსცემს ადამიანის გრძნობებს,რეაქციებს, მხოლოდ ამ კუთხითაც კი უზომოდ დახვეწილია..
..უნიკალურია იმ მხრივ რომ ყველა სხვადასხვანაირად წყევტს/ხედავს ფინალსაც და დაწყებასაც.. დამაბნეველია არა?.. დასაწყისი ისევე როგორც დასასრული გაურკვეველია და იმისდა მიუხედავად რომ ზოგიერთი დეტალი/ქმედება/სცენა ბუნდოვანია, მისი ძირითადი აზრის დანახვისას ჩვენ ვხვდებით რომ სინამდვილეში ეს სცენები,მოვლენები და საკითხები მეათე ხარისხოვანია..

რა არის მისი ძირითადი აზრი?.. როგორც ვთქვი, ლოსთი რაიმე კონკრეტულზე ჩაციკლული არ არის და თითოეული ადამიანი მისგან ინდივიდუალურად განსხვავებულ სულიერ საკვებს იღებს.. პირადად მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი რაც ლოსთს უნდოდა ეჩვენებინა ხალხისთვის ეს არის არჩევანი..არჩევანის თავისუფლება.. რომ ჩვენ ვირჩევთ,ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს ჩვენს გარშემო.. ძალიან საინტერესოა რომ ყველას ეძლევა შესაძლებლობა თავისი სულიერი სამყაროს/ფანტაზიის სიმდიდრის საფუძველზე ატრიალოს ამ სერიალის ფუძე.. ზოგი რელიგიური კუთხით უყურებდა ყველაფერს,ზოგი სუფთა ფიზიკურ-მათემატიკური ხედვით... და საინტერესოა რომ რა კუთხითაც არ უნდა შეხედო ყველანაირად დაამტკიცებ..
..ლოსთი ეს არის ჩვენი რეალური სამყაროს პატარა მოდელი.. თავისი გაუგებარი და აუხსნელი მოვლენებით.. ნუთუ ყველამ ვიცით რისთვის გავჩნდით?..ვინ არის ღმერთი?.. როგორ წარმოიშვა სამყარო?.. ბერმუნდის სამკუთხედი?.. ეტც.. ყველას ჩვენი ვერსია გვაქვს,ჩვენი კითხვები და პასუხები.. ვერც კი ვხვდები რატო უნდოდა ზოგს ლოსთში ყველაფერზე პასუხი გაეცათ..ეს ხომ ბრაზილიური სერიალი არაა..
და ბოლოს.. ის რაც ყველაზე მეტად მიყვარს ამ სერიალიდან:
Don't tell me what I can't do
Everything happens for a reason
U choose



002.jpg)
0 კომენტარი:
Post a Comment