Apr 13, 2010
ნიკო გომელაური გარდაიცვალა
39 წლის ასაკში მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური გარდაიცვალა.
იგი დღეს, გამთენიისას მძიმე ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
გომელაურს მონაწილეობა უნდა მიეღო ფონდ “იავნანას” გუშინდელ საქველმომედო საღამოში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მონაწილეობა ვერ შეძლო.
ფონდმა მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა. ნიკო გომელაურს ეკუთვნის “იავნანას” ცნობილი სლოგანიც - “მე მინდა, მქონდეს თბილი სახლი”.
ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. პირველი როლი თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლში “გუშინდელნი” ითამაშა.
ლექსების პირველი წიგნი 2001 წელს გამოსცა. სულ გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული.
მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ნიკო გომელაურს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ნიკო გომელაურს შაბათს, 17 აპრილს დაკრძალავენ. მსახიობი ფილტვის კიბოთი იყო დაავადებული.
( http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 )
..წავიკითხე და მეტკინა.. რა უნდა ვთქვა?.. სიტყვები არ მაქვს.. იმედზე რომ მოვუსმინე გავბრაზდი, ვლანძღე იმედი,'ისევ მომავლის იმიტიაციაა არა?!!!!' და ეხლახან შემოვვარდი ნეტში..ჰოდა ვკითხულობ და ვიყინები..
ჯერ მარტო სოფიკო ჭიაურელის, ვახუშტი კოტეტიშვილის, ოთარ ჭილაძის (და კიდევ რამდენიმეს..) გარდაცვალება არ მქონდა მონელებული, ჯერ ვერ ვაცნობიერებდი ამ ადამიანების დაკარგვას და აი უცებ.. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხისთვის ბატონი ნიკოს გარდაცვალება ნამდვილი დარტყმაა.. ძალიან ცუდია ასეთ ნიჭიერ ადამიანებს რომ ვკარგავთ და მათ ნაცვლად არავინ ჩანს..
ბედნიერია ის ვინც 'მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ'ის პრემიერაზე იყო,სადაც ბატონი ნიკო თამაშობდა.. ეს მგონი მისი ბოლო სპექტაკლი იყო.. ყველანაირად მდიდარი იყო და გული მწყდება რომ ასეთი ახალგაზრდა გარდაიცვალა..
ვუსამძიმრებ არამარტო ოჯახს,არამედ მთლიანად საქართველოს॥

002.jpg)
0 კომენტარი:
Post a Comment