Mar 16, 2010
ნიჭიერი..Duh..

..2შაბათს ნიჭიერში 50 ნახევარფინალისტი აირჩიეს..
..იმისდა მიუხედავად,რომ ახალი არაფერი იყო, უკვე ნაცნობი ხალხი და არანაირი შოუ არ იდგმებოდა, ჩემთვის მაინც ამაღელვებელი საყურებელი იყო..
სანამ გუშინდელ გადაცემაზე ვისაუბრებ,პირველ რიგში ვიტყვი თუ რა უზომოდ მიყვარს წამყვანები.. დამეთანხმებით, გადაცემის პოპულარობაში, მისი კარგად და ხალისიანად წაყვანაში მათ დიდი წვლილი მიუძღვით..
რაც შეეხება ჟიურის.. ეჰ გეგა გეგა, რა უნამუსოდ საყვარელი ხარ! :D ძალიან მიყვარს სამივე.. უნიჭიერესი ადამიანები..
მმმაგრამ! მმაგრამ!
აი გუშინ რაღაც ეპიზოდებში ძალიან დამწყვიტეს გული..
ჩემი აზრით არც ისე სამართლიანად წარიმართა ნახევარფინალისტების არჩევა.. არა,სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყვი რამე განსაკუთრებული ნიჭის პატრონი გარეთ დატოვეს მეთქი-ნამდვილად არა.. მაგრამ ზოგიერთი უნიჭო კი გადაიყვანეს,რომლის ადგილასაც რამდენიმე ნორმალური კანდიდატის არჩევა შეიძლებოდა..
თავიდან ვფიქრობდი იოსებ გოგია რატომ აირჩიეს მეთქი?.. მისი სამი კი მხოლოდ მოულოდნელობის ეფექტის გამო არსებობდა მგონი.. მაგრამ მერე რომ დავფიქრდი,ამ ყმაწვილს ნამდვილად აქვს ცეკვის (უცნაური ცეკვის,მაგრამ მაინც ცეკვის) ნიჭი, ეს პროექტიც ხომ ნიჭს ეძებს,რომელიც შემდეგ უნდა დახვეწო,გამოიყენო,ა.შ..ამიტომ გოგიაზე მეტს არაფერს დავწერ..
..ყველაზე დიდი ტკივილი ძამუკაშვილი იყო.. არა,უბრალოდ არ შეიძლება მსგავსი სიტუაციის დაშვება! ამ ადამიანს არაფერი გააჩნია და მხოლოდ დაცინვის გამო მისი გადაყვანა ძალიან სამარცხვინოა! დიახ დაცინვის! აბა რას ნიშნავს სიტყვები (რომლებიც ამართლებენ მის გადაყვანას) 'სანახაობისთვის აირჩიესო'-ისა, მთელი ეს პროექტი სანახაობაა და სპექტაკლში დადგმული სპექტაკლი.. მამუკას დემეტრე ვარდოშვილი ნამდვილად სჯობდა.. მაგრამ რეპერტუარის გამო დაიწუნეს, რაც ასევე არასწორი იყო, უკაცრავად მარა, აქ ნიჭს ეძებენ თუ გემოვნებას?.. კაცს ხმა აშკარად ჰქონდა ასე თუ ისე მამუკას მაინც სჯობდა.. თანაც გასათვალისწინებელია რომ ბევრი ფაქტორი..+ბიონსეც არ მოსწონს ბევრს.. მე მეეესმის რეპერტუარი საშინელება იყო.. მაგრამ ძამუკაშვილი??...არა,არა.. უბრალოდ არა.. ვერანაირად ვერ ვამართლებ ჟიურის არჩევანს..
ნინო ჯავახიშვილი.. გადაყვანის მიზეზი?-დაუდგენელია!.. მე მესმის კააარგი სტრიპტიზიორის, კარგი ეგზოტიკური მოცეკვავის ნიჭის დაფასება და მგონი ყველას შეუძლია დაინახოს პროფესიონალიზმსა და სკამზე მიყუდება-მოგრეხვა-დაგრეხვას შორის განსხვავება.. გოგო-სექსუალურია, ნიჭი-0%.. რომელი უფრო სჭირდება 'ნიჭიერს' დორბლიანი მაყურებლები თუ ნამდვილი ნიჭის დაფასება? გეთანხმებით,ორივე.. მაგრამ დამეთანხმებით მისი უნიჭო ცეკვის გარეშეც არ მოაკლდებოდა ამ პროექტს მაყურებელი..
და მართლაც..რა სტუმართმოყვარე ხალხი ვართ ეს ქართველები, ჩამოსულ მაიკლ ჯექსონს ნახევარფინალში რომ გაიყვანს კაცი,სტუმართმოყვარეა აბა რა არის..
ნიჭის რაიმე ნიშანწყალი არ ეტყობა მაგ ადამიანს.. მეიქაფის გაკეთება ნიჭია?..
იმიტომ რომ მაგ მეიქაფის გარდა მასში ვერაფერი ვერ დავინახე.. აჰ ჰო ერთი-ორი ხელ-ფეხიც გაიქნია,მახსოვს.. მენდეთ, ბებიაჩემს უკეთ შეეძლო..
ამათ ფონზე გული დამწყდა ბითბოქსელზე, გივი შავგულიძეზე,აღარაფერს ვამბობ ფეხბურთელ ბიჭზე..
..თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია და შეიძლება ზემოთ აღნიშნულებმა ძალიანაც გაამართლონ.. ვნახოთ რა იქნება შემდეგში..


002.jpg)
4 კომენტარი:
ეს არჩევიტი ტური არც მე მომეწონა :შ
Wed Mar 17, 09:59:00 AMჯავახიშვილს რას ერჩი კარგად იცეკვა სტრიპტიზი =)) ჰო, მართლა კარგად ცეკვავდა რავი მე ეგრე ვფიქრობ მარა ეს ძამუკაშვილი რანაირად გადაიყვანეს ვერ მივხვდი... სმენა მაგას არ ქონდა, ტექსტი მაგას არ უვარგოდა, მუსიკა მაგას არ უვარგოდა და მუსიკალურ გემოვნებაზე საერთოდ არაფერს ვამბობ და თეთრ შარვალზე ტყავის ქურთუკის და რეიბანების შეხამება თუ ნიჭად ითვლება არ ვიცი =)))
Wed Mar 17, 01:29:00 PMოო კაი რა ანა რა, კარგი სტრიპტიზიორის ცეკვა არ გინახავს შენ :D იცეკვა არ შვანცკი..
Wed Mar 17, 02:35:00 PMხო clown სხვათაშორის ბევრია ვისაც არ მოეწონა..
siaxle gvshia!!!!!!!
Mon Apr 12, 08:15:00 PMPost a Comment