Mar 12, 2010

..დავიკარგე..


..ცარიელი ყოფილხართ როდისმე?..

ხო აი ეგრე ვარ ეხლა.. შიგნიდან ვიცვითები..

ზოგადად ყველაფერი ნორმალურად (როგორც ყველას მიაჩნია) მიდის ჩემს ცხოვრებაში.. ვსწავლობ,ვერთობი, არაფერი მაკლია (ამბობენ) და მაინც.. სრული სიცარიელე.. ჩემი ხმა აღარ მესმის..

რას ვაკეთებ,მიზეზი,მიზანი-გაურკვეველია.. გაჩერებული ვარ რეალურ სამყაროსა და ჩემს სამყაროს საზღვრებზე.. ჩემი ქვეცნობიერი არ მიშვებს ბოლომდე ვისიამოვნო ამ ნორმალურობით, არც ბოლომდე მიშვებს თავისთან.. ზოგჯერ ვეღარ ვხვდები რომელი შეგრძნებებია რეალური.. თვალების დახუჭვაც აღარ მჭირდება,თავისით მოდის შემოდგომის სუნი, თავისით მათბობს მზე (როცა რეალურად წვიმს/ყინავს..)..

არეული ვარ.. თითქოს ვიცი მომავალში რაც მინდა, მაგრამ აი ეგ მომავალი მკლავს!არ შეიძლება ამდენი აწმყო!..გარშემომყოფი ხალხიც მთრგუნავს.. ყველა შეწუხებული, სევდიანი, გაბოროტებული.. ეს პოლიტიკა!..ფეხბურთი.. ნუ კაი ფეხბურთი რა შუაში იყო მარა მაინც..

აღარაფერი მიკვირს, არც მტკივა, გაღიმების ნიჭსაც აღარ ვიყენებ.. რას დავაბრალო ეს ყველაფერი? გარდატეხის ასაკი?.. რაც გნებავთ ის უწოდეთ..

უბრალოდ მე იმაზე მეტი მინდა ვიდრე ეს სამყარო მთავაზობს,ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე..

ვითრგუნები,რომ იდეაში რაც მაქვს სინამდვილეში არაფერია ჩეეემი.. არც წიგნები,ნივთები, არაფერი.. არა,ჩემს საკურებაში რამდენიმე წიგნია-ჩემი ფულით ნაყიდი.. აი ეგ 'ჩემი' და 'მე' მომენტი ძალიან მჭირდება.. 

..უბრალოდ მინდა სადმე წავიდე.. ნევერლენდში,საოცრებათა ქვეყანაში,ყველანაირი რეალურისაგან მოკლებულ ადგილას.. ჰეჰ :| 


გამოსავალი?.. თავის გართობა.. როგორ?.. რავი ეხლა ერთი წიგნი უნდა ვიყიდო და თუთიყუში.. იმედია გამოვფხიზლდები ცოტა ხნით.. 

2 კომენტარი:

Mzesumzera said...

ha?
chems dgiurshi chanacers rogor gavs :| lamis sityvasityvit.
rogorc amboben ''lol''. an didi ''lol''.

Wed Mar 17, 07:41:00 PM
Anonymous said...

siaxle gvshia!!!!!!!

Mon Apr 12, 08:16:00 PM

Post a Comment

 

©2009♥ SoFiLiCiouS | by TNB