Jun 21, 2010

Summer Wish-List


..გახსოვთ ჩემი გაზაფხულის სურვილების სია?.. ყველაფერი შევისრულე.. ააამიტომ ვწერ ახალ სურვილების სიას,რომელიც დრო და დრო შეივსება..

მაშ ასე..მმმე მინდა:

*ძაღლების თავშესაფარს დავეხმარო,მას რეგულარული სახე მივცე
*Bungee Jumping
*ლაშქრობები, მიმართულება-სვანეთი,თუშეთი,ხევსურეთი..
*სირბილი (?)..სამი დღეა დავრბივარ და იმედია გავაგრძელებ..
*სისხლის ჩაბარება
*ცვანცოსთან გემრიელი ორკვირიანი დასვენება აჭარაში
*ჩემი ახალი უუუმაგრესი წიგნების დაგემოვნება

..ეს რაც ძალიან მინდა.. დანარჩენებს ნელ-ნელა ჩავამატებ..

Read More

ჩემი ახალი გატაცება

ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე რომ მმაგრად მომწონს ტორტების გამოცხობა, ასევე პიცის და მსგავსი გემრიელობების :D იმდენად სასიამოვნო პროცესია ჩემთვის რომ ერთი თვის განმავლობაში ორი ტორტი და ერთი დიიდი პიცა გავაკეთე.. თავიდან მამიკოს გავუკეთე ბლინები..ჰოდა ეს კვერცხიო,მაწონიო რაღაც მომეწონა და გადავედი ტორტზე :D

.. იქნებ ერთ დღეს რელაქცასიისთვის თუ გასამხნევებელ პონტში ჩემი Bakery გავხსნა?.. ჰეჰ, ხუ ნოუზ..ფაქტი კი ერთია,ხალხს მმაგრად მოსწონს,მე კი კეთების პროცესი მომწონს..მუღამში ვვარდები და მსიამოვნებს საყვარელი ხალხის გახალისება ასეთი საშუალებით :)

პირველი ტორტი მარწყვის გავაკეთე, იმდენად გემრიელი იყო რომ მის ძააალიან ვარდისფერ კრემს არ შეიმჩნევდით

შემდეგ პიცა:

აარონის (მამაჩემის მეორე ამერიკელი ნათლული) დაბადებისდღის ტორტი კი ალუბლის გავაკეთე:


Read More

Jun 19, 2010

Lost in Lost



12 წლის ვიყავი როდესაც ჩემმა ძმამ მაყურებინა პირველ-ორ სერიას.. პირველივე სეზონში მიატოვა სანიმ მისი ყურება.. მე?.. მე კი ზუსტად ექვსი წელი ისევე ვუყურებდი ყველა სერიას როგორც პირველს-გულაჩქარებული, სულით-ხორცამდე დაინტერესებული,აღფრთოვანებული.. ექვსი წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მქონია მომენტები,როდესაც გაბრაზებული ვიფიცებოდი აღარ უნდა ვუყურო! მორჩა! ვანებებ თავს'..კი როგორ არა.. შემდეგი სერიის გამოსვლის წინა ღამეს მაინც გულაფრანქცვალებული ვათენებდი ღამეს..

იმათთვის ვისაც ფინალი არ მოეწონათ/ვერ გაიგეს მინდა გითხრათ..ჩემო მეგობრებო, ეს სერიალი არ არის ყველასთვის, არც შეიძლება იქნეს აღქმული როგორც სერიალი.. როდესაც ვერ ხედავ ლოსთში იმაზე მეტს ვიდრე სერიალს და ადარებ მას სხვა გადაცემებს-ჰჰო ნუ უკომენტაროდ.. ჩემი მეზობელი ილანძღებოდა გააბანძესო ესო ისო.. უკაცრავად და ანხელის საიდუმლოს ყურების შემდეგ რააა ლოსთის გაგებაზეა საუბარი?..
ლოსთი ეს არ არის ერთი ისტორია..ის არ შემოიფარგლება რაღაც კონკრეტულით,ეგ კი არა დროებშიც კი არ არის ლოსთი განსაზვრული..ამ სერიალში არ არსებობს წარსული და მომავალი..არ არის გარდაცვლილი და ცოცხალი,თითქოს ყველაფერი,დროც კი ერთ სიბრტყეზეა გათვალისწინებული.. ის გარიგებს,გაჩვენებს, გაძლევს შესაძლებლობას შეადარო.. ის იმდენად დელიკატურად გადმოსცემს ადამიანის გრძნობებს,რეაქციებს, მხოლოდ ამ კუთხითაც კი უზომოდ დახვეწილია..
..უნიკალურია იმ მხრივ რომ ყველა სხვადასხვანაირად წყევტს/ხედავს ფინალსაც და დაწყებასაც.. დამაბნეველია არა?.. დასაწყისი ისევე როგორც დასასრული გაურკვეველია და იმისდა მიუხედავად რომ ზოგიერთი დეტალი/ქმედება/სცენა ბუნდოვანია, მისი ძირითადი აზრის დანახვისას ჩვენ ვხვდებით რომ სინამდვილეში ეს სცენები,მოვლენები და საკითხები მეათე ხარისხოვანია..
რა არის მისი ძირითადი აზრი?.. როგორც ვთქვი, ლოსთი რაიმე კონკრეტულზე ჩაციკლული არ არის და თითოეული ადამიანი მისგან ინდივიდუალურად განსხვავებულ სულიერ საკვებს იღებს.. პირადად მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი რაც ლოსთს უნდოდა ეჩვენებინა ხალხისთვის ეს არის არჩევანი..არჩევანის თავისუფლება.. რომ ჩვენ ვირჩევთ,ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს ჩვენს გარშემო.. ძალიან საინტერესოა რომ ყველას ეძლევა შესაძლებლობა თავისი სულიერი სამყაროს/ფანტაზიის სიმდიდრის საფუძველზე ატრიალოს ამ სერიალის ფუძე.. ზოგი რელიგიური კუთხით უყურებდა ყველაფერს,ზოგი სუფთა ფიზიკურ-მათემატიკური ხედვით... და საინტერესოა რომ რა კუთხითაც არ უნდა შეხედო ყველანაირად დაამტკიცებ..

..ლოსთი ეს არის ჩვენი რეალური სამყაროს პატარა მოდელი.. თავისი გაუგებარი და აუხსნელი მოვლენებით.. ნუთუ ყველამ ვიცით რისთვის გავჩნდით?..ვინ არის ღმერთი?.. როგორ წარმოიშვა სამყარო?.. ბერმუნდის სამკუთხედი?.. ეტც.. ყველას ჩვენი ვერსია გვაქვს,ჩვენი კითხვები და პასუხები.. ვერც კი ვხვდები რატო უნდოდა ზოგს ლოსთში ყველაფერზე პასუხი გაეცათ..ეს ხომ ბრაზილიური სერიალი არაა..

და ბოლოს.. ის რაც ყველაზე მეტად მიყვარს ამ სერიალიდან:

Don't tell me what I can't do

Everything happens for a reason

U choose


Read More

..and we say Hallelujah..

ვერ ვიტან ამ სიტყვებს,მაგრამ მაინც: რა სწრაფად გადის დრო!.. უკვე მესამე კურსელი ვარ.. დიახ დიახ, დავამთავრე გამოცდები და იცით როგორ მიხარია?.. თითქოს ახალი ცხოვრება დაიწყო.. ძალიან ბევრი რაღაც მაქვს გეგმაში, ახალი იდეები,პროექტები, ახალი ხედვით, ახალ ხალხთან.. ბევრი რაღაცის შეცვლას ვაპირებ.. თუმცა გეგმებზე და მათ განხორციელებაზე შემდეგ პოსტებში..

მოკლედ.. გამოცდების მშვიდობიანად (?) დასრულების შემდეგ ვიწყებ ჩემი სურვილების განხორციელებას და თქვენი მხარდაჭერით დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება..

Read More

Apr 14, 2010

მე..ზუზუ..და ბატონი ზაზა..

..მე მაქვს ერთი ჩვევა.. ხურდები თუ მიდევს ჯიბეში (ზედმეტი :D ) აუუუუუუუცილებლად ვაგდებ ჰაერში... და სურვილს ჩავუთქვამ ხოლმე.. ნუჰ აი ბავშვობიდან ესე ვარ და რაოდენობის მიუხედავად ისინი დაუნანებლად მიყრია შუა ქუჩებში.. (სხვათაშორის ყველა მიხდება ხოლმე..)..ერთხელ იყო სასაცილო ფაქტი.. მივდივართ ქუჩაში და ერთი ავაგდე და ჩავიფიქრე და მარის და ნინუცას გავხედე, მეთქი ორი კიდე მაქვს, ჩაიფიქრეთ გეპატიჟებით მეთქი :D

ჰო მოკლედ.. დღესაც.. რესტორნიდან მოვსეირნობდი და ზუზუსთან ავალ მეთქი.. (ზუზუ არის თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ჩემი დაქალი თიკუნა,რომელსაც ბავშვობიდანვე ეს ნიკი შევარქვი..) ჰოდა.. სიარულისას ავაგდე რამდენიმე ხურდა და ერთი სურვილი იყო რააააააღა თქმა უნდა თავგადასავლები.. გავიარეთ.. მივდივარ და ვუმესიჯებ ზუზუს (ზუსტ ტექსტს არ დავდებ მიტყდება :D ) ზ, შენთან ამოვალ 10წთში , პოპულთან ვარ და რა ამოგიტანო, ხო იქნები სახლში და ნუ შუაში იყო წიპა შე ეს, შე ის... მოკლედ გემრიელად მივლანძღ-მივესიყვარულე და გავაგზავნე.. ცოტა ხანში ვიღაც მირეკავს ნომერი შეეშალათ....
ხოდა ბოლოს.. მომდის მესიჯი "რომელი ხარ?'-ამ მესიჯს ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი გამომგზავნის სახელს.. ნუთუ ეს ჩემი დეკანია?.. ბატონი ზაზა მწერს მესიჯს მეე?... (და ამ დროს სუუუუუულ არ მახსოვს არც სმს, ააარც ის აგდებული ხურდა..) ჰოდა ვურეკავ:
-ბააატონო ზაზა (:ჩემისაყვარელიკუდრაჭახმით:) როგორახართ?..
-კკკკ..აარგად.. თავად?
-საყვარლად,გმადლობ, ბააატონო ზაზა თქვენგან მესიჯი მომივიდა და ნომრებს ამოწმებდით თუ ჩაწერილი გყავდით და დაგავიწყდით თუ რა ხდება?..
-(ეცინება) რომელი ხარ კაცო?
-(მე გახარებული როომ დეკანმა დამიმახსოვროს და არიქა და ჰაი ჰუი) ვაიმე, ბატონო ზაზა თქვენი გაუელი სტუუუდენტი მეორეკურსელი, სოოოფიო
-გვარი გვარი გენაცვალე? (ეცინება...)
-(ვეუბნები გვარს).. და რატომ მომწერეთ ბატონო ზაზა :გახარებულიხმით:
-შენგან მმესიჯი მომივიდა სოფო....

ნუთუ???...ნუთუ???..აი აქ მუხლები მომეკვეთა...და აზრები მომეყარა: ზუზუ ხო ბატონი ზაზას ნომრის ქვემოთაა,ვაიჰ ამერია, ვაიმე, გვარი ვუთხარი, ვაიმე როგორ ვლაააანძღე, ვაიმე იქეთ ვეკითხები რატომ მწერთ მეთქი ვაააააააააააი- და ამ დროს ვდგები მუხლებზე (თითქოს მხედავდა თუ რა იყო :D და მუდარის ხმით- ვაიმე ბატონო ზაზა მოოოომიტევეთ, მაპატიეთ, გემუდარებით, ააამერია, ვაიმე, ბააატონო ზააააააააააზა..
ამ დროს ბატონი ზაზა ხარხარებს და მეც სიცილშიშატანილი ისევ ვეხვეწები მიტევებას :D (იფიქრეთ დიდი ამბავიო.. თქვენ ბატონ ზაზას უნდა იცნობდეთ...ჰო და კიდე იმ მესიჯს.. :D )
-სოფო, თქვენ მესამეზეც გასწავლით ხო??
-რაა??თქვეენ??აააარა კაცო, მგონი ,აი იცით რა..
..იცინის.. კაი კაი ნუ ნერვიულობო ხოდა მეთქი ვეცდები და დავემშვიდობე..

დასკვნა:
1.ფრთხილად იყავით სურვილების ჩაფიქრებისას..ესეთი თავგადასავლები მტრისას..
2.ზედმეტსახელები არავის შეარქვათ
3.საერთოდ ნუ ჩაიწერთ ლექტორებისა და მითუმეტეს დეკანის ნომერს..რას ვიწერდი დეკანის ნომერს???რატო ხელი არ მომტყდა


..რომ გავთიშე, ვის ახსოვდა შენი თიკო.. სახლის კარებთან ისე მოვედი ვერც გავაცნობიერე რომ საერთოდ დავდიოდი..


Read More

Apr 13, 2010

გინდა თუთიყუში?..

რატომ თუთიყუში?
ბევრი მეკითხება,თუ რატომ ვყიდულობ ხოლმე თუთიყუშებს და არა ვთქვათ თევზებს.. მიზეზი მენდეთ ძალიან ბევრია.. ჯერ დავიწყოთ იქიდან,რომ თუთიყუშები ყველანაირი ხასიათის ადამიანს ეგუებიან, პატრონებს ემსგავსებიან და მათ საუკეთესო მეგობრად გადაიქცევიან ხოლმე.. თუთიყუშების სიმშვენიერე იმაში მდგომარეობს,რომ ისინი უზომოდ სხვადასხვანაირები არიან და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აქვს შესაძლებლობა თავისი ტიპის თუთო იყიდოს.. გასათვალისწინებელია რომ თუთოები არიან არამარტო ლამაზები თავისი ფერებით,არამედ არიან უუუზომოდ საინტერესოებიც.. მათთან ურთიერთობის პროცესი არის უზომოდ საინტერესო,მომხიბლავი, ძალიან ემოციურიც.. ის თქვენს ხელში იზრდება და დროთა განმავლობაში თქვენ ხასიათში ზუსტად ჯდება.. ძალიან ცოცხალი და მშვენიერი არსება ძაღლიით იწვრთნება და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდეული რამდენად აქტიური,მოლაპარაკე,ხალისიანი იქნება..

გადაწყვიტეთ იყიდოთ?.. სად?როგორ?რა ფასებში?..

დიღმის ბაზარზე არის თუთოების დიდი არჩევანი.. 10ლარიდან დაწყებული 500ლარამდე ნებისმიერ თქვენს მოწონებულ თუთოს იყიდით.. ისე კი უმეტესად იყიდება ტალღისებრი ჯიში (რომელიც ასევე მე მყავს..) ისინი არიან ყველაზე ადვილად მოსავლელები და ყველაზე ადვილი გასაწვრთნელები.. ღირს 15 ლარი.. აი როგორც ერთმა ფორუმელმა თქვა,ცარიელა სიყვარულიაო.. თუკი გეზარებათ დიღომში გასვლა, ნებისმიერ ზოომაღაზიაში შეძლებთ მათ ყიდვას.. აი მაგალითად, სანი (ჩემი თუთიყუში) ვიყიდე რუსთაველის მეტროს წინ ზოო პლაზაში 18ლარად.. 20ლარად კი ძალიან ნორმალურ გალიას იყიდით.. მოკლედ, სადღაც 50ლარი გჭირდებათ ერთი თუთოს,გალიის,საკვებისა და ორი-სამი ცარცისა თუ სხვა ვიტამინის საყიდლად..

..საკვები..აქსესუარები..უწი პუწები..
თუთოებს თავიანთი სპეციალური საჭმელი აქვთ,მაგრამ ამასთანავე ძალიან უყვართ მოხარშული კვერცხი (გაციებული და წწვრიიილად დაჭრილი რა თქმა უნდა) გახეხილი სტაფილო,ვაშლი,ბანანი,საზამთროც კი უყვართ.. ასევე ზოომაღაზიებში იყიდება თუთოებისთვის ყველაზე საყვარელი კრეკერები-ეს არის თაფლიანი რარაც ვიტამინის პონტში,რომელიც აი რავი, არ შემხვედრია თუთო რომ არ უყვარდეთ.. 1ც-1გელ.წყალი უნდა უცვალოთ ყოველ დილით, ონკნის წყალი არ შეიძლება.. თუთოებს ძალიან უყვართ აქსესუარები,როგორიცაა კიბე,ხის ტოტები და სხვა სახალისო რაღაცეები,რომლებიც რაღაც ლარები ღირს..

მოვიყვანეთ სახლში..რა ხდება შემდეგ?..

პირველი ნაბიჯები ასე თუ ისე რთულია..გაცნობა და შეჩვევა რამდეიმე კვირა გრძელდება.. მთავარია დაიმახსოვროთ რომ ყოველდღე უნდა გქონდეთ უშუალო ურთიერთობა- უნდა ელაპარაკოთ,უმღეროთ, რავიცი რაც გნებავთ.. ეცადეთ რომ პირველი კვირა გალიიდან არ გამოუშვათ,იმიტომ რომ ჯერ თავის სახლს და ადგილს უნდა შეეჩვიოს, სივრცეში კი დაიბნევა და გადაირევა.. ყოველდღიური საუბრის შემდეგ, გალიაში ხელით მიეფერეთ, ან საჭმელი მიაწოდეთ ხელით-თქვენი ხელიდან თუ შეჭამს ეს ძალიან დიდი პლიუსია.. არ დაგწყდეთ გული თუ დაფრთხება, არ მიგიშვებთ ან სულაც გიკბენთ.. ზოგადად ფრთხებიან და იკბინებიან მაშინ,როცა ეშინიათ.. მათ უნდა აჩვენოთ რომ არაფერია საშიში.. გალიაში ხელს რომ შეყოფთ,ეგრევე თუთოს ნუ ეძგერებით, ჯერ შორიდან მოუარეთ და აჩვენეთ რომ არაფერს უპირებთ, რომ მშვიდად ხართ და ისიც მოლბება.. თუ რეაქცია არ აქვს და ხელზე არ გაჯდებათ მაშინ თითები ფეხებთან მიუტანეთ,ოდნავ შეეხეთ ფეხებს და გადმოჯდება.. დაძალებით არაფერი არ დააძალოთ..

როგორ ავალაპარაკოთ?..

პირველ რიგში, თუ გსურთ თქვენმა თუთომ ლაპარაკი ისწავლოს, სარკე ჩამოუხსენით გალიიდან, და მეორე თუთო არ მოუყვანოთ.. დღეში მინიმუმ 1საათი შეუჩერებლივ უნდა ესაუბროთ და ის სიტყვა რომელიც თავიდან გსურთ რომ ისწავლოს ბევრჯერ უნდა უმეოროთ.. შეგიძლიათ მობილურზე ან კომპში თქვენი ხმა და ტექსტი ჩაწეროთ და სახლში როცა არ იქნებით ან უბრალოდ არ გეცლებათ ასმენინოთ ხოლმე თქვენს თუთოს.. ყოველდღიური მსგავსი მეცადინეობის შემთხვევაში სავარაუდოდ 2დან 4თვეში ისწავლის ლაპარაკს.. მაგრამ ფრთხილად- როცა რამდენიმე ფრაზას ისწავლის, შემდეგ თქვენზე აღარ იქნება დიდად დამოკიდებული მისი ლექსიკონი- ილაპარაკებს შემდეგ იმას,რასაც ხშირად მოისმენს..

საღამოს ჩავამატებ და გავაგრძელებ.. :D

Read More
 

©2009♥ SoFiLiCiouS | by TNB